www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მალონგო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"მალონგო" არის საოჯახო კომპანია ნიცადან, რომელიც სრულად იზიარებს ფრანგულ კულტურას და ღირებულებებს. სოციალური პასუხისმგებლობა, ხარისხის, მკაცრი კონტროლი, თანამშრომლებთან და ფერმერებთან ურთიერთობის ეთიკა ჩვენი წარმატების საწინდარია. ჩვენ 8 000 ტონაზე მეტ ყავას ვაწარმოებთ, ყველა მათგანი კი ტრადიციული ფრანგული მრავალწლიანი გამოცდილებით შეძენილი, 20 წუთიან ნელ, თანაბარ მოხალვის მეთოდის გამოყენებას ეფუძნება.

"Malongo" - საქართველოში 2021 წლის ივლისში გაიხსნა და ოპერირებს HORECA-მიმართულებით. ქართულ კონსეპტში დამატებულია ფრანგული რესტორანი, საკონდიტრო და საცხობი.

ვაცხადებთ ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის წმენდა&დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
** ჭურჭლის დარეცხვა/დასუფთავება;
** რესტორანში სისუფთავის შენარჩუნება სამუშაო საათებში;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა დასუფთავების ცხრილის მიხედვით.

ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
** კვებას;
** ღამის ცვლის ტრანსპორტირებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: manager@iledefrance.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "შპს ილ დე ფრანსი" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდებს: http://www.malongo.com | http://www.malongocafe.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |