www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-სტიუარდი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

GASTRONOME -ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა "; და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME.

"გასტრონომის" გუნდში ვეძებთ თანამშრომელს შეფ-სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის ყველა სტანდარტული ნორმების დაცვა და კონტროლი
** ქიმიური ხსნარების მოხმარების კონტროლი და აღრიცხვა
** სამზარეულოს სრული ინვენტარის დასუფთავება, სანიტარიზაცია და მუდმივი კონტროლი (ჭურჭელი, გაზქურა, მაცივრები და ა.შ)
** პერსონალის მართვა და განვითარებაზე ზრუნვა;
** ინვენტარის კონტროლი და აღრიცხვა;
** მოცემული ობიექტების მართვა;
** გარეცხილი, გასტერილებული და სუფთა ჭურჭლის განთავსება ნორმების დაცვით

მოთხოვნები:

** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე
** ქიმიური ხსნარების მოხმარების ცოდნა
** სამზარეულოს ინვენტარის დასუფთავების სტანდარტების ცოდნა

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი, კვირაში 40 სამუშო საათი.
ლოკაცია: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |