www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისტა-კონსულტანტი
მომწოდებელი: მეგობარი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "მეგობარი" არის ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მოახდენს ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას Food Shop-ის კატეგორიის ქვეშ.

"მეგობარი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** ცივი და ცხელი სასმელების მომზადება;
** ონლაინ შეკვეთების მომზადება;
** ანგარიშსწორების დროს ოპერაციების განხორციელება სალაროს აპარატზე არსებული სტანდარტის შესაბამისად;
** პროდუქციის მარაგების კონტროლი;
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამსახურის დებულებითა და წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** დავალებების მიღება: ქსელის მართვის დეპარტამენტის მენეჯერისგან;
** სამუშაო გრაფიკი - ხელმძღვანელის მიერ დადგენილი (კვირაში 40 საათი);
** ანგარიშგების კრიტერიუმები: ზეპირსიტყვიერი ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან (თუ უშუალო ხელმძღვანელისაგან სხვა მითითება არ იქნება გაცემული).

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@megobari.co.uk (სათაურში აუცილებლად ჩაუწერეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |