www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარქშეიდერი
მომწოდებელი: ჯორჯიან მანგანეზი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს ვაკანსიას მარქშეიდერის პოზიციაზე, რომლის მიზანია დამტკიცებული პროექტის საფუძველზე სამთო სამუშაოების სწორად წარმართვა, მიწისქვეშა აზომვების საფუძველზე, მადნის ველებთან გვირაბებით წვდომის უზრუნველყოფა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ჭიათურა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აკონტროლებს საკარიერო უბნის სრულად და კომპლექსურად დამუშავების პროცესს;
** უზრუნველყოფს ტექნიკურ და მეთოდურ ხელმძღვანელობას, საწარმოს სამარქშეიდერო მომსახურებაზე;
** იღებს აქტიურ მონაწილეობას სამთო სამუშაოების განვითარების და წლიური და პერსპექტიული პროგრამების შედგენასა და განხილვაში, ახალი სიმძლავრეების, კარიერებისა და წარმოების რეკონსტრუქციის, მშენებლობის და სხვა პროექტების განხილვაში;
** აკონტროლებს სამთო სამუშაოების სწორად წარმართვას, ღია სამუშაოების და კარიერის გახსნას, მომზადებას და მარაგების ამოსაღებად მზადყოფნის უზრუნველყოფას, დანაკარგების და გაღარიბებული სასარგებლო წიაღისეულის აღრიცხვას;
** უზრუნველყოფს სამარქშეიდერო საყრდენი და გადასაღები ბადის დროულად შექმნას, შევსებასა და განახლებას;
** აკონტროლებს კარიერის გამონამუშევარების გაყვანას დამტკიცებული ტექნიკური პასპორტის, პროექტისა და კალენდარული გეგმის შესაბამისად;
** უზრუნველყოფს სამთო გამონამუშევარების და ზედაპირული ობიექტების დაცვას სამთო სამუშაოების მავნე ზემოქმედებისგან;
** კოორდინირებას უწევს დაზიანებული მიწების რეკულტივაციის პროცესს;
** უზრუნველყოფს ყოველთვიური და წლიური ანგარიშების შედგენას და ხელმძღვანელობისთვის წარდგენას;
** აწარმოებს ინსტრუმენტულ დაკვირვებას ქანთა ძვრაზე, ზედაპირის დეფორმაციაზე, შენობა- ნაგებობებზე და სამთო წნევების გამოვლინებაზე;
** აკონტროლებს სამთო სამუშაოების წარმოების ზონაში მოსახლეობის დროული გაფრთხილებისა და აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხო ზონაში გადასახლების პროცესს;
** აკონტროლებს მაღაროების სამარქშეიდერო დოკუმენტაციას, სამუშაო გეგმებს;
** აფორმებს პლანშეტებს კარიერებისა და მაღაროების მიხედვით;
** ყოველი თვის ბოლოს ასრულებს კარიერებზე აზომვით სამუშაოებს;
** ასრულებს მოთხოვნებს წიაღის დაცვაზე და მარგანეცის მადნის მოპოვებაზე;
** აწარმოებს მარაგების მოძრაობის ანგარიშს, სამთო სამუშაოებისა და მარგანეცის კონცენტრატის ნაშთების ყოველთვიურ აზომვას;
** აწარმოებს საკარიერო გამონამუშევარების თეოდოლიტურ აგეგმვას და ნიველირებას, მათ კამერალურ დამუშავებასა და სამარქშეიდერო გრაფიკული მასალების შევსებას;
** ინსტრუმენტების გამოყენებით მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტიპის სადამკვირვებლო სამუშაოებში, მათ შორის: სამთო ქანების ძვრაზე, სამთო წნევების გამოვლინებაზე, ზედაპირის დეფორმაციაზე, შენობა-ნაგებობებზე, კარიერებზე საფეხურების მდგომარეობაზე და სხვა;
** აჩერებს ან წყვეტს ისეთი ველების დამუშავების პროცესს, რაც საფრთხეს შეუქმნის საბადოს ველში წყლის მოდენის გაზრდას, ასევე მავნე აირების გაჟონვას;
** მკაცრად იცავს მარქშეიდერული დოკუმენტაციის ინსტრუქციებს, დამუშავებისა და მათი შენახვის წესებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამთო ინჟინერიის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია თანამედროვე გეოდეზიურ აღჭურვილობებთან (ტაქეომეტრი, ლაზერული სკანერები, დრონები და ა.შ.) და თანამედროვე GIS პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (მაღალ ან/და საშუალო დონეზე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.

ბენეფიტები:

** ზრდაზე ორიენტირებული სამუშაო გუნდი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სატელეფონო ლიმიტი.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მარქშეიდერი". კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ, შესაბამისი გამოცდილების მქონე, კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |