www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Self.ge
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"Self.ge" ქართული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესს აძლევს საშუალებას, მართონ თავიანთი HR ადმინისტრაციული პროცესები ციფრულად.

** თუ იაზრებ რამდენად მნიშვნელოვანი პროცესების დიჯიტალიზაცია და გინდა შენი წვლილი შეიტანო ამ დიდ საქმეში
** თუ გიყვარს ტექნოლოგიები და თვლი, რომ ბიზნესის განვითარების გზა სწორედ ტექნოლოგიებშია
** თუ გინდა განავითარო შენი პროფესიული უნარები
** თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები დღეში რამდენიმე შეხვედრას
** თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიური სამუშაო პროცესი

მაშინ აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა.

"სელფის" გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

რას ველით კანდიდატისგან:

** ბაზრის კვლევა, ახალი სფეროებისა და მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა;
** პოტენციურ მომხმარებლების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
** პოტენციური კლიენტებისათვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;
** პორტფელში არსებული კომპანიების მხარდაჭერა;
** რეპორტინგი ხელმძღვანელებთან.

რას მიიღებთ სანაცვლოდ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
** სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს.

კონკურსში გასამარჯვებლად დაგეხმარებათ:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (სხვა უცხო ენები ჩაითვლება პრიორიტეტად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარების ფლობა.

ვრცლად კომპანიის შესახებ: https://bit.ly/3OrzCvv

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@self.ge

არ დაგავიწყდეთ, სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |