www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი/კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია გარდერობი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

მაღაზია "გარდერობი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის/კონსულტანტის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან თანამშრომლობა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობის შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი;
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების, მოლარის ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

საშუალო ანაზღაურება: 1500 ლარი (ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი)
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 1 დღე დასვენება)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisistores@gmail.com

მისამართი: რუსთაველის გამზ. 50

გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - კონსულტანტი-გარდერობი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |