www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: kamkama.ge
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია "kamkama.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** კლიენტისთვის სრულფასოვანი კონსულტაციის გაწევა და მომსახურება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სააღრიცხვო პროგრამაში გატარებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ტექნიკური მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS Excel).
** უცხო ენების (რუსული ან/და ინგლისური) B2 დონეზე ფლობა.

გრაფიკი/პირობები:

** გრაფიკი: სრული.
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 800-1000 ლარი (შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** Fitpass.

მდებარეობა:  დიღმის მასივი, ეთერ ბოცვაძის ქუჩა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: https://kamkama.ge/

გისურვებთ წარმატებებს!

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით  თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა. 
  
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე  და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის. 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |