www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ამწე
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ამწე" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ამწე" 2016 წელს დაარსდა და აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტის, რეალიზაციის, იჯარისა და სერვისის მიმართულებებით. ბაზარზე, როგორც საიმედო მომწოდებელი და მომხმარებელთა ერთგული პარტნიორი, თავისი პროდუქციით წარმოდგენილია ქვეყნის ძირითად, თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროექტში. კომპანიის მთავარი დევიზი - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება და პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობაა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.amtse.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ლოგისტიკური სამუშაო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება;
** გადამზიდ კომპანიებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმართვა;
** საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა;
** ტვირთის დასაწყობების პირობამდე მიყვანა;
** პარტნიორ კომპანიებთან მუდმივი ურთიერთობა და პერიოდულად შეთანხმების/მოლაპარაკების პირობების განახლება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურad მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: info@amtse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა, განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |