www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-19:00;
** შაბათი 09:30-14:00

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და შესაბამის პირთან გადამისამართება
** განსაბაჟებლად გაჩერებული საფოსტო გზავნილების ექსელში გატარება
** საბაჟოს მიერ ექსპერტიზაზე გაჩერებულ გზავნილების კონტროლი (კლიენტებთან დაკავშირება შესაბამისი დოკუმენტაციების მოთხოვნა საბაჟოზე გადაგზავნა)
** გზავნილების უკან (გამომგზავნთან) დაბრუნების პროცესის მართვა
** საფოსტო ავია ზედდებულების შევსება
** კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფოსთვის გადასაცემი საფოსტო გზავნილების პროცესის მართვა
** სხვადასხვა სახის წერილების მომზადება
** განყოფილების საქმიანობისთვის უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე. (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)

უნარ-ჩვევები:

** სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა.

თუ თვლით, რომ კომპანიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს კვალიფიკაციასა და უნარ-ჩვევებთან, ამასთან ერთად გსურთ გახდეთ ლიდერი საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@geoexpress.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წარდგენილ მოთხოვნებს.

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |