www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი შემდუღებელი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის

** მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი,
** მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი,
** პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.

დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს უფროსი შემდუღებლის პოზიციაზე.

მოვალეობები: წინასწარ გამზადებული მეტალის ნახევარ ფაბრიკატების შედუღება ინვერტორული შედუღების აპარატის საშუალებით მოცემული ნახაზების მიხედვით.

მოთხოვნები:

** ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება.
** გამოცდილება: შემდუღებლის ან/და სხვადასხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას.
** ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას.
** საწარმოში უბედური შემთხვევის დაზღვევას,
** თანამედროვე სამუშაო იარაღებს.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 09:00-18:00 (შესვენება 14:00-15:00)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი N8.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 591 03 55 51 ან დაგვიტოვოთ საკონტაქტო ინფორმაცია მოცემულ ბმულზე: https://forms.gle/G2jBKqz4EMxaGBCH8

ასევე შეგიძლიათ გადმოგზავნოთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@fabricon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |