www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ელვა მარკეტი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ელვა მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00, შაბათი 11:00-14:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გოთუას ქ. #3.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაბრუნებისა და შესყიდვის ზედნადებების ჩამოტვირთვა RS-დან, პროგრამული ასახვა;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია ზედნადებების დაკორექტირებასთან დაკავშირებით;
** ნაშთების გადანაწილების უზრუნველყოფა ობიექტებზე ბრუნვის მიხედვით;
** ობიექტებზე შეკვეთების მიწოდების კონტროლი;
** ვადაგასული და დაზიანებული პროდუქციის გავლა მომწოდებელთან, დაბრუნების კონტროლი;
** აღწერების ჯგუფთან კომუნიკაცია ვადაგასულ და დაზიანებულ პროდუქციასთან დაკავშირებით;
** თამბაქოს შეკვეთების გაფორმება;
** ზედნადებების დამოწმება დღის ბოლოს გამყიდველებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: vacancy@mercuri.ge 2022 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |