www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოს მოხელე
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით რომლებიც არის:

** მეტალის ფურცლოვანის საჭრელი ლაზერი,
** მეტალის მილების და მილ. კვადრატების საჭრელი,
** პროგრამული საღუნი დანადგარი და ა.შ.

დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

"ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს,

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს საწარმოს მოხელის (ლითონის დამუშავება) პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** აუცილებელი ხელსაწყოების ფლობის გამოცდილება,
** კუთხლივ სახეხი (ბალგარკა)
** ბურღი (დრელი)
** სხვადასხვა წვრილი ინვენტარი

შესასრულებელი სამუშაო: ლითონის დეტალების დამუშავება

დაინტერესებულმა პირებმა დაგვირეკეთ: +995 591 035 551 ან გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fabricon.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |