www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140
** ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

"მეგატექნიკას" მაღაზიათა ქსელი 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის პირველი მაღაზია 1996 წელს გაიხსნა თბილისში. მას შემდეგ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდება, იზრდება და დღესდღეობით 170-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
მეგატექნიკის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, მეგობრული, მიზანდასახული და საკუთარი საქმის მოყვარული ახალგაზრდებისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.megatechnica.ge

ძირითადი მოთხოვნები:

** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა, პრიორიტეტი მიენიჭება MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** ინგლისური და/ან რუსულის ცოდნა;
** ტექნიკური უნარ-ჩვევები.

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორი ბრენდებისთვისა და მენეჯმენტისთვის რეპორტების კეთება;
** ციფრული კატეგორიის ბაზრის ანალიზი;
** ფასწარმოქმნა;
** აქციების კომუნიკაცია რითეილ მაღაზიაში;
** პროდუქტის მერჩენდაიზინგი/ვიზუალ მერჩენდაიზინგი;
** საიტის კონტროლი (ციფრული კატეგორიის);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება;
** მენეჯერის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

თუ მზად ხართ დიდი გამოცდილების მისაღებად და გსურთ თქვენი მაქსიმუმის გამოვლენა საერთო წარმატების მისაღწევად, მაშინ შემოგვიერთდით!

გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელმისამართზე: hr@megatechnica.ge, და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კატეგორიის მენეჯერის თანაშემწე".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |