www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ახალი ქსელები
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, ფოთი.
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების (ოპტიკური ინტერნეტი, ციფრული ტელევიზია და ტელეფონია) შეთავაზება და გაყიდვა:

** პირდაპირი გაყიდვები (შეთავაზება ადგილზე - ბინებსა და საცხოვრებელ სახლებში);
** სატელეფონო გაყიდვები;
** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.
** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საშუალო სასაუბრო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების წარმოების და გაყიდვის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.

შრომითი ურთიერთობის ფორმა: წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |