www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: მითანა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "მითანა" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ზუგდიდში.

** ვაკანტური ადგილი: 2
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: მოჭრილი ხელფასი + ბონუსი

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** გაყიდული პროდუქციის თანხების დროულად ამოღება;
** გეგმის მიხედვით, ახალი ობიექტების ათვისების უზრუნველყოფა;
** მაქსიმალურად სრული ასორტიმენტის შეთავაზება ობიექტისთვის;
** თითოეულ ობიექტზე შესასრულებელი სამუშაო დავალებების (თანხების ამოღება, პროდუქციის დალაგება, პროდუქციის დაბრუნება და სხვ.);
** პასუხისმგებელი პირისთვის ყოველდღიური რეპორტის ჩაბარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია საოფისე პროგრამების (ვორდი, ექსელი) ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** აუცილებელია მართვის მოწმობისა და საკუთარი მანქანის ფლობა.

პიროვნული უნარ-თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის დეტალურად მიწოდების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@meatana.ge ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: 591-97-56-40. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |