www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შ.პ.ს. "დემასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი N 71. სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

პირობები:

** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი ჯამური საშუალო ანაზღაურება (ხელზე ასაღები) 1400-1800 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00/18:30-მდე; დასვენების დღე კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამსახურებრივი მოვალეობა: მომხმარებლისთვის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

სტაჟირების ვადა: 1 თვიდან 2 თვემდე
ანაზღაურება: თვეში 600 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ. ფოსტაზე: salevacancy@demasi.ge.

ვებ გვერდი: https://www.demasi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |