www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში
მომწოდებელი: საქაერონავიგაცია
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში II (მეორე) კატეგორიის ინჟინრის პოზიციაზე.

თბილისი - 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოპერაციული სისტემა ლინუქსის ადმინისტრირება (Red Hat, Ubuntu);
** ქსელური სერვისები და პროტოკოლები: DNS, DHCP, SAMBA, APACHE, MAIL, iSCSI;
** მონაცემთა საცავების ადმინისტრირება (HP SAN);
** კომუტატორების (სვიჩების) ადმინისტრირება (Cisco, HP);
** ქსელური ეკრანების ადმინისტრირების ცოდნა (Barracuda, Fortinet);
** სასურველია რომელიმე ვირტუალიზაციის პლატფორმის ადმინისტრირების ცოდნა (Vmware esxi, Nutanix AHV).

პიროვნული მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათით შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2022 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით. თემის ველში ("Subject") მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური - II (მეორე) კატეგორიის ინჟინერი".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |