www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის 140
** ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე

"მეგატექნიკას" მაღაზიათა ქსელი 26 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. კომპანიის პირველი მაღაზია 1996 წელს გაიხსნა თბილისში. მას შემდეგ ორგანიზაცია სტაბილურად ვითარდება, იზრდება და დღესდღეობით 170-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

მეგატექნიკის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, მეგობრული, მიზანდასახული და საკუთარი საქმის მოყვარული ახალგაზრდებისგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.megatechnica.ge

ძირითადი მოვალეობები :

** შესყიდვების, გადაწერისა და ჩამოწერის ელექტრონული ოპერაციების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა და საგადასახადო პორტალზე ატვირთვა;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა/დამუშავება;
** სხვადასხვა რეპორტის მომზადება, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და სხვა საბუღალტრო პროცესებში ჩართულობა
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია მათემატიკის, ბიზნესის ან ფინანსური/ეკონომიკური განხრით);

პიროვნული უნარ-ჩვევები: ტექნიკურ-ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ მზად ხართ დიდი გამოცდილების მისაღებად და გსურთ თქვენი მაქსიმუმის გამოვლენა საერთო წარმატების მისაღწევად, მაშინ შემოგვიერთდით!

გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელმისამართზე: hr@megatechnica.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტრის თანაშემწე".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |