www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ახალი დიზაინ-ოტელი "ხედი", აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის სუპერვაიზერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი
გრაფიკი: სრული

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერი, პანორამული რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, ღონისძიებების დარბაზი, ფიტნესკლუბი და სპა.

ჩვენ ვიწვევთ ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ.

მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრის მიღება-განთავსება,
** სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების და სტუმრის მოთხოვნების ასახვის უზრუნველყოფა,
** ფულადი ოპერაციების მიმღებ დეპარტამენტში შემოწმება და კონტროლი,
** მიმღებ დეპარტამენტში ყოველდღიური ცვლის პროცესის კოორდინირება და სამუშაო პროცესის ზედამხედველობა,
** ჯავშნის სისტემაში ოთახების ხელმისაწვდომობის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი,
** სასტუმროს ყველა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად,
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და აქტიური კომუნიკაცია,
** ყოველდღიური საქმიანობასთან დაკავშირებული აუდიტის წარმოება,
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, სასტუმროში დადგენილი მომსახურების მაღალი სტანდარტით,
** დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავებაში ჩართულობა,
** მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადებაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება,
** MS Office პროგრამების ცოდნა,
** სასტუმროს მართვის პროგრამა "Fidelio"-ს კარგად ცოდნა,
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა,

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობისა უნარი,
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური,
** ანალიტიკური აზროვნებისა უნარი,
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** უფასო კვება + ფორმა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |