www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
მომწოდებელი: სალო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის/პრისელეირის პოზიციაზე.

შპს "სალოს" პროდუქცია წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ქიმიას (ჭურჭლის სარეცხი ჟელე, თხევადი საპონი, და ა.შ). პრისეილერის მთავარი ამოცანა იქნება მაღაზიებისთვის აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება/გასაღება.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული (ზრდის პერსპექტივით) + ბონუსი გეგმის მაჩვენებლების შესრულების შემთხვევაში;
** სამუშაო განაკვეთი სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** მისამართი: ორთაჭალა გორგასლის 113.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა, კატეგორია - B;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია პირადი ავტომობილის ფლობა;
** გაყიდვების ტექნიკის ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
** სასურველია თბილისის და შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების კარგად ცოდნა;
** სქესი: მდედრობითი, მამრობითი;
** სასურველია ქსელურ მაღაზიებთან სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დარწმუნების უნარი;
** სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა.

მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, პრეზენტაციის ჩატარება და რეალიზაცია;
** არსებული მომხმარებელთა ბაზის განვითარება გაფართოება;
** ნაშთების კონტროლი და პროდუქციის დროული მიწოდების ორგანიზება;
** დებიტორულ დავალიანებასთან მუშაობა;
** ბაზარზე სიტუაციის მონიტორინგი და ანალიზი;
** კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა - დაკმაყოფილება;
** გარიგების შესრულება შეთავაზებიდან, თანხის გადახდის საფეხურამდე;
** კონკურენტების ანალიზი.

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს ამ სფეროში გამოცდილებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: gburdulivc@gmail.com. გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |