www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"Accor"-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის პოზიციაზე.

"Accor" არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. "აკორის ჯგუფი" მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

ანაზღაურება: 850 ლარი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა;
** მიმდინარე აქციებზე ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართან კომუნიკაცია, მათთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა;
** საჭიროების შემთხვევაში მიმტანებისთვის დახმარების გაწევა;
** არსებული სერვისების შეთავაზება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარის მქონე;
** მეგობრულ და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ჰოსტესი"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |