www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ ინსპექტორი
მომწოდებელი: ჰაიდელბერგცემენტი
თანდართული ფაილი: 94822_391163_heidelberg_app_5760755__1__2349408.zip
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფი" მსოფლიოს მასშტაბით სამშენებლო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომელსაც მოწინავე პოზიცია უკავია ინერტული მასალების, ცემენტის და ბეტონის წარმოების საერთაშორისო ბაზარზე. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაშია განთავსებული, 53000 თანამშრომელია დასაქმებული.

2006 წლის ბოლოს ჰაიდელბერგცემენტმა განახორციელა პირველი ინვესტიცია კავკასიის რეგიონში, შეიძინა რა აქციები საქართველოში ცემენტის წარმოების წამყვან კომპანიებში (შპს "საქცემენტის" რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნები, შპს "ქართული ცემენტი"). ჰაიდელბერგცემენტ საქართველო ჰაიდელბერგცემენტის საერთაშორისო ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ამჟამად ახორციელებს ცემენტისა და ბეტონის წარმოებას. იგი ფლობს 2 ცემენტის, 3 აგრეგატის, 14 ბეტონის მწარმოებელ ქარხანასა და 2 ტერმინალს ქვეყნის ტერიტორიაზე. კომპანიას უკავია წამყვანი პოზიციები ადგილობრივ ბაზარზე ცემენტისა და ბეტონის წარმოების დარგში.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას რუსთავის ცემენტის ქარხანაში ინჟინერ ინსპექტორის პოზიციაზე, ელექტროობის მიმართულებით.

ლოკაცია: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოში არსებულ ელექტრო მოწყობილობებისა და დანადგარების პერიოდული შემოწმება წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით;
** მოწყობილობა-დანადგარების რემონტებისა და ტექნიკური მომსახურების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ელექტრო სამსახურის პერსონალის მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების გადამოწმება;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და ხარისხის გადამოწმება;
** ქარხანაში არსებული ელექტრო დანადგარებისა და სხვადასხვა მოწყობილობების დანიშნულებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად გამოყენების კონტროლი.
** დანადგარების, სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტებისა და სხვადასხვა მოწყობილობებისათვის აუცილებელი მასალებისა და ნაწილების განაცხადების შედგენა.
** მოწყობილობებისა და დანადგარების ტექნიკური გაუმართაობების აღრიცხვა, სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@heidelbergcement.ge (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ინჟინერ ინსპექტორი".

გისურვებთ წარმატებას!

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"- ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად.

შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |