www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Travel Door Georgia
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ტურისტული კომპანია "Travel Door" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

"Travel Door" არის ტურისტული სააგენტო, რომელიც დაარსდა თბილისში 2017 წლის მარტში. ჩვენ ვთავაზობთ ტურისტულ მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს, გიდების, მძღოლების და სხვადასხვა აქტივობების ჯავშნების განხორციელება.
** ინვოისების, დაზღვევების, ტურის ვაუჩერების და გადახდების წარმოება.
** რეზერვაციების ბაზის ყოველდღიური შემოწმება.
** აეროპორტის ტრანსფერების ორგანიზება და გადამოწმება.
** სავარაუდო შეკვეთების ჯავშნის სტატუსების განახლება და მონიტორინგი
** მენეჯერის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტურისტულ კომპანიაში რეზერვაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური B2-C1 დონეზე
** MS Office-ის კარგად ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს.

გრაფიკი: კვირაში 5 სრული დღე + მეექვსე დღის ნახევარი
ანაზღაურება: 1000 ლარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: Hr@traveldoor.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |