www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯეოსილქ თრანსლეიშენს
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ჯეოსილქროუდ" წარმოადგენს ბიზნეს საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც კონსულტირებას უწევს კომპანიებსა და დაინტერესებულ პირებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა და ინვესტირება. აღნიშნული გულისხმობს საჭირო ნებართვის მიღებას, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობასა და კანონიერი და ჯანსაღი კონკურენციის გზით ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მიღწევას! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც მუდამ მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ბმულზე: https://geosilkroad.company

კომპანია ეძებს ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ ადამიანს, გუნდის ახალ წევრს, სოციალური პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო დრო: სრული სამუშაო გრაფიკი;
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმართულების ხელმძღვანელთან ერთად პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** გაწეული საქმიანობის შესახებ პროექტის ანგარიშების და რეპორტების მომზადება;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და პროექტის მიმდინარეობის/შესრულების ანგარიშების მომზადება;
** პროექტთან დაკავშირებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი;
** სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, ახალგაზრდული პროექტის ინიციირება, დაწერა, შედგენა ან/და რედაქტირება;
** პროექტების შედგენის მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალისტების მოძიება, საკონტაქტო ბაზების ფორმირება, მათთან კოორდინაცია და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, პროექტის სრულყოფილი ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
** შექმნილი პროექტების საპრეზენტაციოდ გარდაქმნა და შესაბამის პირებთან წარდგენა;
** შედგენილი პროექტების განხორციელების მიზნით საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია;
** დაფინანსების/გრანტების მოზიდვის მიზნით, შესაბამისი აპლიკაციების/განაცხადების მომზადება და წარდგენა პირადად ან/და საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სპეციალისტების მეშვეობით;
** დონორებთან ეფექტური კოორდინაციისა და პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, შესაბამისი კვლევების ჩატარება;
** პროექტების განხორციელებაში ჩართულობა, პროექტების აღსრულების მიზნით ყველა საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა და პროექტში ჩართულ ყველა თანამშრომელთან აქტიური კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონაზე ცოდნა;
** დამატებით სხვა ენის, განსაკუთრებით არაბულის, ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsr.ge. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური პროექტების კოორდინატორი".

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |