www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

"ზღაპარი" ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია.

შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე თელავში, გრიგოლ რობაქიძის 56-ში მდებარე ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: სრული (ცვლები) 08:00-15:30/15:30-23:00 სთ.
** დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე (ურთიერთშეთანხმებით)
** ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 650 ₾ +ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** განლაგებული პროდუქციის სისწორის კონტროლი;
** პროდუქციის გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** წესრიგისა და სისუფთავის დაცვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიღება მომწოდებლებისაგან;
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის სწავლება/ქცევის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ სფეროში (ადმინისტრატორის, მოლარის, კონსულტანტის პოზიციაზე);
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა;
** სავალდებულოა ოფის-პროგრამების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფად აზროვნების უნარი;
** დაკვირვების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი.

აღნიშნული პოზიციით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: cv@zgapari.ge 2022 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის და რეგიონის დასახელება.)

"ზღაპრის" გუნდი გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |