www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი იურისტი
მომწოდებელი: ჯეოსილქ თრანსლეიშენს
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ჯეოსილქროუდი" სთავაზობს კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით თავის სერვისს, რათა მათ განახორციელონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს მომხმარებელთა მხარდაჭერას სხვადასხვა საჭირო ნებართვის მიღების პროცესში, სამთავრობო და კერძო პროექტების მოზიდვას, საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და კონკურენციას ადგილობრივ ბაზარზე ლეგალური და ჯანსაღი შეჯიბრების გზით! კომპანიის გუნდი შედგება მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც ყოველთვის მზად არიან შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის! დეტალური ინფორმაციის ნახვა კომპანიის შესახებ შესაძლებელია ბმულზე: https://geosilkroad.company/en/

კომპანია ეძებს ენთუზიაზმით აღსავსე და ახალი გამოწვევებისთვის მაღალმოტივირებულ ადამიანს მთავარი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ბრძანებების, წერილების, განცხადებების, მემორანდუმების, კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტების და ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა და მომზადება, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების ჩატარება;
** სხვადასხვა ნებართვისა და ლიცენზიების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** პრივატიზებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და საჭირო პროცედურების ჩატარება;
** სხვადასხვა სტრატეგიულ პროექტზე მუშაობა ჰოლდინგის ბიზნეს მიმართულების შესაბამისად;
** საინვესტიციო პროექტების იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** იურიდიული რჩევები სხვადასხვა საკითხზე;
** საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სათანადო რეესტრის აღრიცხვა, მოწყობა და წარმოება;
** წარმომადგენლობის განხორციელება სასამართლოში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან თუ კერძო კომპანიასთან ურთიერთობაში, მათ შორის: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და სხვა;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და ცვლილებების მონიტორინგი;
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის მაგისტრის ხარისხი;
** კორპორაციული და სახელშეკრულებო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
** საჭიროა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის დოკუმენტის სწორად შედგენისა და თავისუფლად კომუნიკაციის უნარი;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

აპლიკანტებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ მოცემულ მისამართზე: vacancy@gsr.ge. თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მთავარი იურისტი".

თქვენი წარდგენილი რეზიუმე (CV) შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის მონაცემთა სპეციალურ კატეგორიებს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. რეზიუმეს წარდგენით თქვენ თანხმდებით იმაზე, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება და შენახვა 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელს შეუძლია განიხილოს თქვენი რეზიუმე სხვა შესაბამისი ვაკანსიების შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |