www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: Mercure Tbilisi Old Town
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"Accor"-ის ჯგუფის წევრი სასტუმრო "Mercure Tbilisi Old Town" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

"Accor" არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი 50 წელზე მეტი ისტორიით. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. "აკორის ჯგუფი" მოიცავს 5000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 110 ქვეყანაში.

სამუშაო განაკვეთი: 2/2-ზე, 13:00-01:00
ანაზღაურება: 900 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში და რესტორანში ღვინის, კოქტეილებისა და სასმელების მომსახურებით უზრუნველყოფა;
** სტუმრისთვის სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდება და შეკვეთის აღება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა და სასტუმროს მომსახურებაზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მენიუს და ალკოჰოლური სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა სტუმრისთვის;
** ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** სასტუმროს პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ყველა სახის შეკვეთის პროგრამაში გატარება;
** სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასმელების კარგი ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია. დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: H9417-HR3@accor.com. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("ბარმენი" / "Bartender"), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |