www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამის ოპერატორი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "კოლორ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო შეკვეთის კორექტირება, მასალების დამატება;
** მყიდველის შეკვეთაში სპეციფიკაციების დამატება, კორექტირება;
** საწარმოო შეკვეთების სტატუსების შეცვლა;
** წარმოების გეგმა ფაქტის შემოწმება და კორექტირება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** 1C პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების მზაობა/უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00, შაბათი მორიგეობით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ე. ბაღდავაძის ქ. N 3
ანაზღაურება: საწყისი 700 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@colorgroup.ge. ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |