www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები.

გაეცანი ვებ გვერდს https://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "lemons" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მიმართულებით ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ გაქვს მოლაპარაკების წარმოების უნარი
ხარ ორგანიზებული და კომუნიკაბელური,

შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** შემომავალი და გამავალი ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** კლიენტების ვიზიტების დაგეგმვა;
** ტელეფონის საშუალებით კლიენტების უზრუნველყოფა საჭირო ინფორმაციით;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე გამართულად საუბარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 600 ლარი + ბონუსი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |