www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მენეჯერი/დეგუსტატორი
მომწოდებელი: ფუნიკულიორის კომპლექსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ფუნიკულიორის კომპლექსი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის/დეგუსტატორის პოზიციაზე.

** პოზიციის მდებარეობა: მთაწმინდის ზედა პლატო, "ფუნიკულიორის კომპლექსი"
** საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
** საკონტაქტო მეილი: hr@gmtgroup.ge

ძირითადი მოვალეობები:

** აღნიშნული პოზიციის ძირითადი ამოცანაა კერძების დამზადების ხარისხის პროცესის კოორდინირება, კერძების ვიზუალის სტანდარტთან შესაბამისობისა და კერძის გემოვნური თვისებების კონტროლი;
** ყოველდღიურად კერძების გემოს, ვიზუალის, ზომის და ხარისხის კონტროლი;
** გემოვნური თვისებების შემოწმება პერმანენტულად;
** მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების წარდგენა;
** კერძების დამზადებისთვის საჭირო პროდუქტების, მიღებული ნედლეულის ხარისხის პერიოდული შემოწმება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.

მოთხოვნები:

** განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით - სასურველია;
** აღნიშნულ პოზიციაზე ან მზარეულის პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@gmtgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ: "ხარისხის მენეჯერი/დეგუსტატორი-ფუნიკულიორი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |