www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1760-2080 ლარი
** განრიგი: 09:15-18:15
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკომუნიკაციო არხებისა და სამიზნე აუდიტორიის გარშემო მარკეტინგული მიზნების/პროექტების ჩამოყალიბება და განხორციელება
** მარკეტინგული კამპანიების ანალიზი
** ინფორმაციული ბაზების დამუშავება
** შემოსავლის გენერირების ახალი წყაროების იდენტიფიცირება
** მარკეტინგის გუნდის თანამშრომელთათვის, საქმიანობის რაციონალური გადანაწილება და მხარდაჭერა

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით
** აუცილებელია გამოცდილება არანაკლებ 4 წლისა ანალოგიურ თანამდებობაზე
** კომპლექსური მარკეტინგული პროექტების, აქტივობების შექმნის და მართვის გამოცდილება
** ექსპერტიზა ავტომატიზებული მარკეტინგის მიმართულებით, მაგ. როგორიც არის CRM პლატფორმა
** ანალიტიკური რეპორტინგის შედეგად ტრენდებისა და გამოწვევების პროგნოზირება
** გრაფიკოს-დიზაინერებთან მარკეტინგულ მასალების შექმნაზე ერთობლივი მუშაობის გამოცდილება
** მარკეტინგული მასალების დამზადების გამოცდილება
** სარეკლამო კომპანიებთან და სტამბებთან ურთიერთობის გამოცდილება

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება
** ხარისხზე ორიენტირება
** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
** ხედვა და სტრატეგიული აზროვნება
** გაზომვად შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგული გონება კრეატიული ხედვით
** წარმოების (Production) მიმართულებით, ასევე გრაფიკულ და ვებ დიზაინში ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სიახლეებისა და ტრენდებისთვის თვალის მიდევნება

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |