www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი " Hotels & Preference Hualing Tbilisi, თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ჭურჭლის მრეცხავის/სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამზარეულოს დანადგარების სისუფთავე;
** შეამოწმოს საბანკეტო სივრცის ღონისძიებების გრაფიკი;
** დაიცვას სანიტარული წესები და ნორმები;
** დაეხმაროს მზარეულებს მოთხოვნის შესაბამისად;
** გადაყაროს ნარჩენები;
** დაასუფთაოს ინვენტარი ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვით;
** უზრუნველყოს სამუშაო ადგილის წესრიგი და სისუფთავე;
** შეინარჩუნოს ჩაცმის სტანდარტები სასტუმროში არსებული წესის შესაბამისად;
** შეატყობინოს ნებისმიერი გაუმართაობის და საფრთხის შემცველი საკითხების შესახებ ცვლის უფროსს;
** დაესწროს როგორც დეპარტამენტის შიდა ტრენინგებს, ასევე სასტუმროში არსებულ სავალდებულო ტრენინგს;
** დაიცვას დეპარტამენტის შიდა პროცედურები;
** დაიცვას უსაფრთხოების და სანიტარული ნორმები;
** საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს სამუშაოსთან პირდაპირ კავშირში მყოფი დამატებითი ფუნქცია- მოვალეობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ღამის ცვლაში მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelspreference.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |