www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასერტული სათემო მომსახურების ფსიქიატრი
მომწოდებელი: მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია "მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრი" 2013 წლიდან მუშაობს ფსიქიკური პრობლემების მქონე შშმ პირებთან.

ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას ექიმი ფსიქიატრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი.

ფუნქცია/მოვალეობები:

** პაციენტების ანამნეზის შეგროვება.
** ფსიქიკური და სამედიცინო მდგომარეობის შეფასება და დიაგნოსტიკა.
** მედიკამენტური მკურნალობის დანიშვნა.
** ფსიქოფარმაკოთერაპიის მონიტორინგი.
** პაციენტის კონსულტირება.
** პაციენტების და მათი ოჯახის წევრების ფსიქოგანათლება.
** პაციენტებთან რეგულარული ბინაზე ან/და თემში ვიზიტები.
** მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან კოორდინირებული თანამშრომლობა.
** მულტიდისციპლინური გუნდის კონსულტირება კლინიკურ საკითხებში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება შეთანხმებით.
** უფასო კორპორატიული ნომერი.
** უფასო სამგზავრო ბარათი. საკუთარი მანქანის შემთხვევაში საწვავის ლიმიტი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV- ელექტრონულ ფოსტაზე actgeorgia@yahoo.com და Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 598 25 55 27- გურამ ჭეიშვილი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |