www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" 2007 წელს დაარსდა.

კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი."ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი გუნდი 450-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.ec.ge/

"ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის მენეჯერთან ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შეთანხმება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელდება;
** ქოფივრათინგი, საიტებისა და სოციალურ მედია პლატფორმებზე გასატანი ვიზუალური მასალის, ტექსტების, ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება;
** შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი, იმეილ მარკეტინგი და რეპორტინგი;
** მარკეტინგული კამპანიების ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, დანერგვა და განვითარება;
** კომპანიის სოც. გვერდზე კომუნიკაცია და კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Google Analytics, Google Ads, Remarketing, Google AdWords; Meta Business Suite; SEO/SEM/SMO-თან მუშაობის გამოცდილება;
** ქოფირაითის პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევას (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass-ს;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2022 წლის 13 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელემენტ კონსტრაქშენმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელემენტ კონსტრაქშენის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |