www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სასტუმრო-რესტორანი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, რესტორნისთვის საჭირო ყველა პროცესის მართვა;
** რესტორნის სერვისის ხარისხის კონტროლი;
** რესტორნის სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** რესტორნის საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება;
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი; თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა რესტორანში დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა და განხორციელება;
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** კვების ობიექტების მართვის სისტემისათვის საჭირო ყველა ფუნქციის ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კომუნიკაბელური, პრეზენტაბელური;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

კომპანია თანამშრომელს უზრუნველყოფს კვებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სასტუმრო-რესტორანი "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |