www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღების თანამშრომელი
მომწოდებელი: რედიქსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

კომპანია "რედიქსი", სასტუმრო "ლე პორტი - LE PORT", აცხადებს ვაკანსიას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ბათუმი, გოგებაშვილის 30;
** ანაზღაურება: 700 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტანდარტების თანახმად, შეკვეთის მიღება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, ფაქსის, ინტერნეტ გვერდისა და/თუ სხვა გზით;
** შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის შესახებ ჩანაწერის გაკეთება (ახალი შეკვეთა, შეკვეთის ცვლილებები, შეკვეთაზე უარის თქმა და გაუქმება) ყველა დეტალისა და დროის გათვალისწინებით;
** შეკვეთის დასტურის სტუმრებისათვის გაგზავნა დადგენილი ნიმუშისა და შეთანხმებული ფორმების გამოყენებით;
** წინასწარი გადახდის ფაქტურებთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტაციის მომზადება და მათი გადახდის ფინანსურ განყოფილებასთან ერთად რეალიზება;
** სარეგისტრაციო ჩანაწერის ყოველდღიური კონტროლი;
** სასტუმროს სტუმრებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის, ტარიფების, სასტუმროს ბუკლეტებისა და სარეკლამო პროგრამების შესახებ;
** სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა მათი მოთხოვნების გათვალიწინებით .

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** მიმღების თანამშრომლისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@leport.ge 15 ოქტომბრის ჩათვლით და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |