www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

** სადისტრიბუციო ობიექტებზე "ბიბლუსი ჯგუფის" ("ბიბლუსი", "პეპელა", "XS სათამაშოები") პროდუქციის მოწესრიგება და შესაბამის განყოფილებებში დალაგება;
** სადისტრიბუციო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და მისი თემატურად დალაგება;
** მომხმარებლის მოზიდვა და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის ფასების გაკონტროლება;
** მარაგების/რაოდენობების გაკონტროლება და შეკვეთის გამოგზავნის უზრუნველყოფა.
** შეკვეთებთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია დისტრიბუციის ობიექტებზე მენეჯერებთან;
** აქტიური კომუნიკაცია ქსელის მენეჯერთან ნებისმიერი წამოჭრილი საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოსაგვარებლად.

ძირითადი მოთხოვნები:

** არასრული/სრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესებულმა პირებმა, 2022 წლის 13 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: Vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მერჩენდაიზერი).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |