www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: პეპელა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, თბილისში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სადისტრიბუციო ობიექტზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
** ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (მცოცავი გრაფიკი);
** ანაზღაურება: 600 ლარი.
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, ისთ ფოინთი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@pepela.ge.. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |