www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას.

2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ მასშტაბურ საწარმოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პროექტ "აწარმოე საქართველოს" თანაინვესტირებით განხორციელდა. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ ახალგაზრდას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი/ქ. ბათუმი/ქ. ზუგდიდი/ქ. სენაკი/ქ. სამტრედია;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი;
ანაზღაურება: 600 ლარი (100-300 ლარამდე ბონუსი).

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს პრომოუტერის/მერჩენდაიზერის საქმიანობას:

** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების ამაღლება;
** კონსულტაციის გაწევა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციასთან დაკავშირებული სიახლეებისა და მიმდინარე აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2022 წლის 13 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 913 004 ან 595 892 222.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |