www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამშენებლო პროექტმენეჯერი
მომწოდებელი: ატლასი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

დეველოპერი სამშენებლო კომპანია "ატლასი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტმენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** დიდი მოცულობის მრავალბინიანი/ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა;
** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის/შესრულების რეგულარული კონტროლი, შეხვედრა და ეფექტური მოლაპარაკების წარმოება კონტაქტორებთან;
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან, ან პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ სხვა პირებთან
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი, რეგულარული ჩართულობა პროექტის ბიუჯეტირებაში;
** სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა/კონტროლი, წინასწარ შემუშავებული და გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანის უნარი;
** ზედმიწევნით და მკაცრად დაცვა ყველა იმ წინასწარ გაწერილი გეგმისა და გრაფიკისა (ბიუჯეტი, ვადები, სტანდარტი და ხარისხი);
** პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით/ან ბიზნეს ადმინისტრირება)
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მშენებლობის კუთხით
** სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა
** პუნქტუალობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Suit, Archicad, Autocad)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@atlas.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |