www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"დრიმლენდ ოაზისი" წარმოადგენს შავი ზღვის სანაპიროს უმსხვილეს კომპლექსს.

კომპლექსი მოიცავს: პრემიუმ კლასის სასტუმროს, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ სივრცეს და პრემიუმ სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსს. 2013 წლიდან, ქართული ბაზრისთვის კურორტის განვითარების სრულიად ახალი ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც მუდმივი განვითარების პროცესშია და მიჰყვება მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს.

კომპლექსი მდებარეობს აჭარაში, კერძოდ ჩაქვში (ბათუმიდან 9კმ) და აერთიანებს 500+ თანამშრომელს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უსაფრთხოების განყოფილების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო პროცესის მუდმივი მონიტორინგი
** უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლებისათვის დღის გეგმის გაცნობა და თანამშრომელთა ფუნქციების შესაბამისად განაწილება
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** განყოფილებაში არსებული ახალი თანამშრომლების ტრენინგი, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესწავლასა და განვითარებაზე ზრუნვა
** მაღაზიებში, საწყობებში და მომსახურების სივრცეებში დისტანციური კონტროლის არხების, ვიდეო-კამერების, მუდმივი მონიტორინგი;
** ვიდეო ჩანაწერების პერიოდული მონიტორინგი (მაგალითად კონკრეტული დღის ჩანაწერების გადახედვა), საჭირო ინფორმაციის არქივიდან ამოღება და დარღვევების დაფიქსირება;
** უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავება/დანერგვა და ყოველდღიური დაცვის უზრუნველყოფა;
** საფრთხისა და რისკების ანალიზი/შეფასება, საფრთხის შემცირების პროცესის მართვა, მათ შორის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მონიტორინგი
** დირექტორატის ან სხვა თანამშრომლების მხარდაჭერა მათთვის საჭირო ინფორმაციის ამოღებისათვის.
** დანაკარგების პრევენციის ყველა პროცედურის ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემოვლების წარმოებით, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებით, სტუმრისა და მასთან დაკავშირებული ყველა ინციდენტის შესახებ დროული რეაგირებით
** საგანგებო სიტუაციის მართვა;
** კომპანიის მატერიალურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა
** გამოვლენილ დარღვევებზე რეპორტინგი.
** უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე
** კომპიუტერული უნარი - MS office; Windows;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებული
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი

კონკურსის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hoteloasis.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმლენდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |