www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომუნიკაციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ბიემსისი ცენტრი" განათლების ციფრული პლატფორმაა, ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად ონლაინ კურსებს. მომხმარებელს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოსა და სწავლების უახლეს მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომუნიკაციის ადმინისტრატორის მოვალეობები:

** ცენტრის ყველა საკომუნიკაციო არხზე მომხმარებელთან კონტაქტი - ინფორმაციის მიწოდება.
** შემომავალ ზარებზე პასუხი, კონსულტაციის გაწევა. ზარების განხორციელება სერვისების შეთავაზება.
** კომუნიკაცია ყველა შესაბამის განყოფილებასთან და პირთან კლიენტების მომსახურების მიზნით.
** სამუშაო ჯგუფების კონტროლი, რედაქტირება.
** პრობლემურ კლიენტებთან მუშაობა. პრობლემური ქეისების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი.
** Microsoft Office პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა და Online საკომუნიკაციო არხების ფლობა.
** სტრესულ, დინამიკურ რეჟიმში მუშაობის უნარ ჩვევები.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული გრაფიკი, დისტანციური მუშაობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი + საბონუსე სისტემა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ პირობებს და დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: centerbmccinfo@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |