www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სამშენებლო კომპანია "ადლი" 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, , მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება-მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი/დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.

სამშენებლო კომპანია "ადლი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ. #1 ა;
** სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვების პროცესების მართვა;
** შესყიდული პროდუქციის დანიშნულების ადგილზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა, მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასის და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** კომპანიის პროექტის ფარგლებში, შესყიდვების გეგმის წარმართვა შეთანხმებული ვადების გათვალისწინებით;
** მომწოდებელთან გადახდის პირობებზე მოლაპარაკება და დადგენილი გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით გადარიცხვების წარმოება;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15 ოქტომბრამდე, 2022 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge/ka

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |