www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: ინტეგრა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "ინტეგრა" სისტემური ინტეგრატორია და 2015 წლიდან გთავაზობთ თანამედროვე გადაწყვეტილებებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მისიაა ინოვაციური IT ინფრასტრუქტურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ბიზნეს პრობლემების გადაჭრა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქსელის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული ქსელების (ethernet, wi-fi) ტოპოლოგიის შემუშავება და პროექტირება;
** პროდუქტების ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავება პროექტებისთვის;
** ტექნიკური კონსულტაციები გუნდთან;
** პროექტების/პროდუქტების შემსყიდველის ტერიტორიაზე იმპლემენტაცია;
** ტექნიკური ადმინისტრირება და მხარდაჭერა იმპლემენტირებულ პროექტებზე;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Routing&Switching ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** ვირტუალიზაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ბრენდებთან CISCO, HP, JUNIPER მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** CCNA სერტიფიკატი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სახელფასო განაკვეთი: 2000 ლარი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული სასერტიფიკატო კურსების/ტრენინგების დაფინანსება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://integra.ge/Career/Network%20Engineer/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |