www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ოკტოპუს ფიტნეს კლუბი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" არის საქართველოში ყველაზე დიდი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 3 ფილიალს თბილისის მასშტაბით. კლუბი აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ტრენაჟორებით და გამოირჩევა მომსახურების მაღალი სტანდარტით.

"ოკტოპუს ფიტნეს კლუბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

პირობები:

** მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 08:00-დან 15:30მდე ან 15:30-დან 23:00მდე (სწავლის და მუშაობის შეთავსება - ნახევარი განაკვეთი);
** დასვენების დღე: კვირაში ორი დღე;
** ხელფასი: ხელზე ასაღები 700 ლარი (ერთი წლის შემდეგ 800 ლარი, 2 წლის შემდეგ 900 ლარი).

მოვალეობები:

** დასაქმებულმა უნდა გაუწიოს ადმინისტრირება კლუბში შემოსულ მომხმარებლებს;
** ადმინისტრატორი კლუბის წევრებს ხვდება ღიმილით, ის პასუხისმგებელია განსაკუთრებით მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე;
** მან სწორად და დამაჯერებლად უნდა მოახდინოს კლიენტის ამოცანების გადაჭრის თავისი ხედვების დემონსტრირება.

პასუხისმგებლობები:

** კლიენტების ეფექტური მიღება/მომსახურება;
** კლუბში არსებული სტანდარტების შესაბამისად მუშაობა;
** სალაროს აპარატთან/ტერმინალთან მუშაობა;
** გაყიდვების დონის ზრდის ხელშეწყობა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.

პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) სრულყოფილი ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპეციალური ფასდაკლებები;
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე : hr@oktopus.ge.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კლუბის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.oktopus.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |