www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მარნეული.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტერიაში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და პერიოდების მიხედვით დახარისხება;
** საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში;
** სალაროს ოპერაციების დამუშავება;
** დეკლარაციების მომზადება და ჩაბარება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
** დეკლარაციების დამუშავების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ სერტიფიცირებულ კანდიდატებს);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |