www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდი
მომწოდებელი: სასტუმრო Unfound Door
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია.

ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.

"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავი/სტიუარდის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოში სტანდარტების მიხედვით
** ჭურჭლის დარეცხვა დასუფთავება.
** ჭუჭყიანი იატაკის მოგვა გაწმენდა.
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობა და ჰიგიენური სამუშაო ნორმების დაცვა, სუფთა გარემოს შენარჩუნება.
** ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა რეცხვა სისუფთავის შენარჩუნება.
** ნაგვის ურნების წმენდა რეცხვა, ნაგვის გატანა.
** სამზარეულოს იატაკების, მაგიდის ზედაპირების დეზინფექცია.
** დაფების, რომელზეც მუშავდება პროდუქტი დეზინფექციის ჩატარება და გარეცხვა.
** სარეცხი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა
** სასტუმრო "Unfound Door"-ის დადგენილი სტანდარტული პროცედურების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** დეზინფექციის ჩატარება დღის ბოლოს ან საეჭვო სიტუაციის შემდეგ.

ძირითადი მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** მულტიფუნქციურობა/რამდენიმე დავალებაზე ერთად კონცენტრირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

დამატებით დეტალებზე ადგილზე მოხდება გასაუბრება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
** დაზღვევა
** ღამის ტრანსპორტირება
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი

თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Instagram Page: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook Page: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
Web Page: https://www.unfounddoor.ge/

"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |