www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: მარუსია საქართველო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "მარუსია" (საქართველო) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული (09:00 საათიდან 18:00 საათამდე; სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი)

კომპანიის შესახებ: სს მარუსია (საქართველო) წარმოადგენს გლობალური ჯგუფის, MBev Holding AG (ემბევ ჰოლდინგ აგ)-ს ჯგუფის წევრ კომპანიას და ამავდროულად საქართველოში ფლობს 2 ღვინის კომპნიას, სს შატო მუხრანსა და შპს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიას. სს "მარუსია (საქართველო)"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუცია საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:

** კორესპონდენციის წარმოება
** ზარებზე პასუხი
** დოკუმენტაციის თარგმა (საჭიროებისას)
** შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
** ოფისის სამეურნეო მარაგის დროულად შეკვეთა (საკანცელარიო ნივთები, ყავა, ჩაი და აშ)
** ოფისის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და სამუშაოების კოორდინაცია
** ოფისის სტუმრების დახვედრა/გამასპინძლება
** მძღოლების სამუშაოს კოორდინირება და მათი ზედამხედველობა
** ოფისის დიასახლისის მართვა/სამუშაოს დაგეგმვა/კონტროლი
** საჭიროებისას, პოზიციისთვის შესაფერისი სხვა მოვალეობების შესრულება

ასისტენტის დამატებითი მოვალეობები:

** დასაქმებულთა სამუშაო დროის აღრიცხვა
** ორგანიზაციული სტრუქტურის განახლება
** დასაქმებულთა შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ბაზების ყოველთვიურად განახლება
** რეზიუმეების პირველადი განხილვა
** Compliance Manager/HR-ის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა/განხორციელება

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** აკადემიური განათლება (მაგისტრანტები, კურს დამთავრებულები)
** Excel, Word, PP - პრაქტიკული ცოდნა (სავალდებულო)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - უნდა შეეძლოს თავისუფლად საუბარი ორივე ენაზე; რუსულად წერა არ არის სავალდებულო)
** დროის მართვა
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაცია
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე recruitment@mgeorgia.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 სექტემბრისა. გთხოვთ საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!

სს "მარუსია" (საქართველო) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენი კომპანიის სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, ან წაშალა, მითითებულ მეილზე წერილობითი მიმართვის გზით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |