www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: არქეა სტუდიო
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

ქართულ-ამერიკული არქიტექტორული კომპანია "არქეა სტუდიო" ეძებს საკუთარი გუნდის ახალ წევრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
გრაფიკი: (ორშაბათი-შაბათი) 11:00-19:00
ანაზღაურება: 1000 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის მონიტორინგი (გეგმების შესრულების, თანამშრომლების დასწრების, საოფისე საქმიანობის ყოველდღიური რეპორტინგი)
** სატელეფონო ზარებზე პასუხი: ინფორმაციის მიწოდება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.
** კომპანიის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები და ა.შ) ორგანიზება
** შეხვედრების ჩანიშვნა და ორგანიზება
** პროექტების შესრულების მონიტორინგი (დედლაინების კონტროლი, კლიენტებთან წერილობითი თუ სატელეფონო კომუნიკაცია)
** სოციალური ქსელების (facebook, instagram, linkedin) ფუნქციონირების ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისურის მაღალ საკომუნიკაციო და წერილობით დონზე ცოდნა (B2-C1)
** საოფისე პროგრამების (Microsoft office word, excel, ppt) ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** უცხოურ კომპანიებთან/კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@archeastudio.ge, subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |