www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტანციური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SmartPharm
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 23 ოქტომბერი

"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით, "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.

კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი, ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.

კომპანია დისტანციური გაყიდვების მენეჯერს სთავაზობს: ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური კომუნიკაცია დისტანციურად;
** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან;
** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება;
** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

უნარები/პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** მიზანზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი;
** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას, იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიკური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV/რეზიუმეების გადარჩევა;
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "დისტანციური გაყიდვების მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 23.10.2022

"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |